საქართველოს აქვს შესანიშნავი შედეგები ქვეყნისთვის, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დიქტატურის და რეპრესიების პირობებში ცხოვრობდა, - ამის შესახებ გამოცემა New Europe-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „ორი ჯორჯიის ამბავი“ პოლონელი ევროპარლამენტარი, რიჩარდ ჩარნეცკი წერს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმართვის გლობალურ ინდექსში“ საქართველო მე-7 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 26-ს.
„ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ თანახმად, საქართველო მე-12 ადგილზეა მსოფლიოში და უსწრებს ევროკავშირის წევრთა უმრავლესობას. Fraser Institute-ის „თავისუფლების ინდექსში“ საქართველო მე-8 ადგილზეა და იმყოფება აშშ-ის შემდეგ. ეს გახლავთ შესანიშნავი შედეგი ქვეყნისთვის, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დიქტატურის და რეპრესიების პირობებში ცხოვრობდა, და ეს შედეგი იმსახურებს აღიარებას ევროკავშირის ლიდერების მხრიდან - როგორც სიტყვით, ისე საქმით“, - ნათქვამია სტატიაში.