გიგა ბოკერია თალაკვაძის განცხადებაზე: სრულიად გაუგებარია, აქამდე რა უფლებით არ უწყვეტდა იმ ადამიანებს უფლებამოსილებას, ვინც თქვეს, რომ გადიან პარლამენტიდან

გიგა ბოკერია თალაკვაძის განცხადებაზე: სრულიად გაუგებარია, აქამდე რა უფლებით არ უწყვეტდა იმ ადამიანებს უფლებამოსილებას, ვინც თქვეს, რომ გადიან პარლამენტიდან

სრულიად გაუგებარია, აქამდე რა უფლებით არ უწყვეტდა იმ ადამიანებს უფლებამოსილებას, ვინც თქვეს, რომ გადიან პარლამენტიდან იმიტომ, რომ არ აღიარებენ ამ სამარცხვინო, მოპარული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას. რა უფლება ჰქონდა, რომ ამით საერთოდ ცდილობდა ბრიყვულად ვაჭრობას? - ასე პასუხობს “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსულების შეწყვეტას ეხებოდა.

ბოკერიას თქმით, კრიზისიდან გამოსასვლელად აუცილებელია მშვიდობიანი აქციები და წნეხი ხელისუფლებაზე.

„რა უფლება ჰქონდა, რომ ამით საერთოდ ცდილობდა ბრიყვულად ვაჭრობას? ნათელი იყო, რომ არ გაუვიდოდა, არცერთ მინიმალური თავმოყვარეობის მქონე მოქალაქესთან თუ პოლიტიკოსთან, მაგრამ აქამდეც კი სამარცხვინო იყო მათი საქციელი.

რაც შეეხება მომავალს, აუცილებელი პირობაა ჩვენი ქვეყნისთვის, დროზე გონს მოსვლა პერსონალურად ივანიშვილის და მისი ამ არარაობების და კლოუნების გარემოცვის, ვისაც დარჩა ახლა ფორმალური ფუნქციები. ამ გონზე მოსვლისთვის, როცა გარემოებები მეტნაკლებად ხელს შეუწყობს საზოგადოებას, გვჭირდება ლეგიტიმური მშვიდობიანი აქციები და წნეხი ხელისუფლებაზე, ქვეყნის შიგნით და გარეთ, რომ ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ვადამდელი ნორმალური არჩევნებით”, - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ერთი კვირა რჩება, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე საკუთარ გადაწვეტილებებს და მოლაპარაკებების პირობებს გადახედონ და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ.