„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისა და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ რუსეთი დამნაშავეა ადამიანის უფლებების დარღვევაში „სამხრეთ ოსეთსა“ და ოკუპირებულ აფხაზეთში, რაც მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.