იენს სტოლტენბერგი: ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო დაცულს და უსაფრთხოს ხდის

იენს სტოლტენბერგი: ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო დაცულს და უსაფრთხოს ხდის

„ნატოს პარტნიორობა საქართველოსთან ყველას უფრო დაცულს და უსაფრთხოს ხდის“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომისა და საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„საქართველო ნატოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ გვაკავშირებს ძლიერი პოლიტიკური, მჭიდრო თანამშრომლობა. მიუხედავად პანდემიის გამოწვევისა, ნატო და საქართველო პარტნიორობის გაძლიერებას განაგრძობენ და დღევანდელი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გამოვიყენეთ იმაზე სამსჯელოდ, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ მიმართულებით შემდგომში.

ჩვენ გავაფართოეთ არსებითი პაკეტი, რაც ეხმარება საქართველოს, გაატაროს რეფორმები, გააძლიეროს თანამშრომლობა მოკავშირეებთან და გააგრძელოს წვლილის შეტანა ერთობლივ უსაფრთხოებაში. ჩვენი ძირითადი პრიოროტეტები მოიცავს უსაფრთხო კომუნიკაციას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მიერ რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესი: „რაც გადამწყვეტია, რადგან ის გვაახლოებს ერთიან მიზანთან, ნატოს წევრობასთან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.