პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხბეზე გადაწყვეტილება პოლიტიკოსებს შორის არ მიიღება - პარლამენტი ის ადგილი არ არის, სადაც უნდა წყდებოდეს, ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ - არა, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
თალაკვაძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ “ქართული ოცნების“ მხრიდან აღნიშნული საკითხი პოლიტიკურ მოლაპარაკებებში არ განიხილება.
“ეს არის მართლმაჯულების საკითხი. გუშინ ჩვენ ვნახეთ ძალიან სერიოზული ახალი მტკიცებულებები, რაც კიდევ უფრო სერიოზულ წონას აძლევს კითხვებს, რაც საზოგადოებაში არსებობს. დავით გარეჯის თემა არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი. კითხვებს ობიექტური და მიუკერძოებელი პასუხები უნდა გაეცეს და ეს გამოძიებამ უნდა გააკეთოს. საბოლოო გადაწყვილება კი, სასამართლომ უნდა მიიღოს. აქ ვერც ერთი პოლიტიკოსი, მათ შორის ვერც უმრავლესობის წევრი თავს ვერ მისცემს უფლებას, რომ ამ საქმეზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან საკითხი პოლიტიკურ მოლაპარაკებებში არ განიხილება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.