ანგელა მერკელი: ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაცია ამერიკული დემოკრატიის ნამდვილი ზეიმი იყო

ანგელა მერკელი: ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაცია ამერიკული დემოკრატიის ნამდვილი ზეიმი იყო

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს ინაუგურაცია მიულოცა.

„გულითადად ვულოცავ ინაუგურაციას ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს. ეს ინაუგურაცია ამერიკული დემოკრატიის ნამდვილი ზეიმი იყო. გერმანულ-ამერიკულ მეგობრობასა და თანამშრომლობაში ახალ თავს ველოდები“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.