ეკატერინე ტიკარაძე შეზღუდვების შემსუბუქებაზე: დამატებით გადაწყვეტილებებს ამ კვირაში მივიღებთ

ეკატერინე ტიკარაძე შეზღუდვების შემსუბუქებაზე: დამატებით გადაწყვეტილებებს ამ კვირაში მივიღებთ

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების შემსუბუქებაზე კვირის განმავლობაში იმსჯელებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამასთან დაკავშირებით საბჭოს ფორმატში ვმსჯელობთ ეკონომიკურ გუნდთან ერთად. ამ კვირაში მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს და შემდეგ უკვე საბჭოს გადაწყვეტილების ფორმატში გავაცნობთ საზოგადოებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობილია, რომ პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები გაიხსნება