გადაწყვეტილება სამართლიანია, მაგრამ ამასთანავე ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოს, ისტორიის გარკვეულ პერიოდში, სადისტური მმართველობა ჰყავდა,, - კობა დავითაშვილის საქმეზე ზურაბ ადეიშვილის დამნაშავედ ცნობას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკიმ გამოეხმაურა.
„ეს კონკრეტული საკითხი დასასარულს დიდი ხანი ელოდებოდა. იმ პერიოდში, როდესაც კობა დავითაშვილი შემთხვევით გადარჩა, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ პრაქტიკულად მოკლული იყო“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.