​ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

​ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

66 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა. imedinews-ს ინფორმაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუდასტურეს.

გიორგი ოთხმეზური იყო ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

გიორგი ოთხმეზურის კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს ისტორია და წყაროთმცოდნეობა, ქართული ეპიგრაფიკა და პალეოგრაფია.