ვახტანგ მეგრელიშვილი ვაშაძის განცხადებაზე: არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომელიც ასე უცბად შეცვლიდა ვითარებას

ვახტანგ მეგრელიშვილი ვაშაძის განცხადებაზე: არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომელიც ასე უცბად შეცვლიდა ვითარებას

ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რამ შეცვალა გიორგი ვაშაძის პოზიცია. „გირჩის“ წევრის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა, პარტიას კომუნიკაცია სხვა ბარიერგადალახულ პოლიტიკურ სუბიექტებთანაც ჰქონდა.

„ჩვენ არა თუ გიორგისთან, არამედ ფაქტობრივად ყველასთან გვქონდა ეს საკითხი ახალ წლებამდე გავლილი. ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელმაც გადალახა ზღვარი, მათ შორის „ლელოსთან“, გიორგი ვაშაძესთან და ა.შ. ყველამ იცოდა. მე არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომელიც ასე უცბად შეცვლიდა ვითარებას და ადამიანებთან, რომლებთან გუშინ ამ ყველაფერზე ჩვეულებრივად შეიძლებოდა საუბარი, დღეს ისინი უბრალოდ უარს ამბობენ. თუ ეს სისულელეა, გამოვიდნენ და ახსნან, რომ ეს სისულელეა“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარს ამბობს. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ასეთი შეხვედრა არ შედგება, რადგან ერთი მხრივ იგი თვითიზოლაციაშია და მეორე მხრივ ფიქრობს, რომ ყველაფერი განხილული უნდა იყოს საერთო ფორმატში.

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ