Samsung-ის ხელმძღვანელს სასამართლომ 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

Samsung-ის ხელმძღვანელს სასამართლომ 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ტექონოლოგიური გიგანტის, Samsung Electronics-ის ხელმძღვანელს ჯეი ი. ლის სამხრეთ კორეის სასამართლომ 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ბრალდების მხარის მტკიცებით, მან 43 მილიარდი ვონი გადასცა არაკომერციულ ფონდს, რომელიც კორეის პრეზიდენტთან პაკ კინ ჰესთან არის დაკავშირებული.

52 წლის ლი 2017 წელს დააკავეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ის გაათავისუფლა. ამის შემდეგ საქმე უზენაეს სასამართლოს გადაეცა. მესამე ინსტანციამ კი, გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო და ჯეი ი. ლის პატიმრობა მიუსაჯა.