საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი იძულებული გახდა ჯულიეტა ვაშაყმაძესთან დაკავშირებით განმარტება გაეკეთებინა

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი იძულებული გახდა ჯულიეტა ვაშაყმაძესთან დაკავშირებით განმარტება გაეკეთებინა

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი თინათინ ბერძენშვილი ჯულიეტა ვაშაყმაძის შვილს გიორგი გაბუნიას მონოლოგს პასუხობს და აცხადებს რომ არხმა ვაშაყმაძემ სათანადო პატივი მიაგო.

„ვწუხვარ, რომ მიწევს დაწერა ამ ფორმით, ქალბატონი ჯულიეტას როლი და დამსახურება მართლაც უნიკალური და ისტორიულია, ის ლეგენდა იყო. პირველმა არხმა გარდაცვალების დღიდან მთელი კვირა მას არაერთი რეპორტაჟი, გადაცემა, თუ გახსენება მიუძღვნა. უამრავი თანამშრომელი იყო ყოფილი თუ ახლანდელიც ყვავილებით ან სულაც მათ გარეშე მასთან გამოსამშვიდობებლად. პატივის მიგება ის ვარსკვლავია, რომელიც მას სიცოცხლეშივე მთაწმინდაზე გავუხსენით და მემორიალი, რომელიც ახლაც დგას ტელევიზიის ფოიეში, რომელსაც მისი გარდაცვალების დღესაც ყვავილები ამშვენებდა. თუ ვინმე არის საქართველოს ტელევიზიის და არა მხოლოდ პირველი არხის ნამდვილი ვარსკვლავი, ეს ჯულიეტა ვაშაყმაძეა“, - წერს თინათინ ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, ტელეწამყვან ჯულიეტა ვაშაყმაძის შვილმა გიორგი გაბუნიამ, საკუთარი გადაცემის მონოლოგში განაცხადა, რომ დედის დასაფლავებაზე, მისთვის განკუთვნილი გვირგვინი, ტელევიზიას არ გაუგზავნია.

Ninja გიორგიმ კარგად იცის, ვინ გაუშვა ტელევიზიიდან დედამისი და ახლაც კი ვერ თხოვს პასუხს მათ და თვითონაც გაუმწარა სიცოცხლე მუდმივი ჩხუბით და ვისგან რას ითხოვს?
3 წლის უკან