დეკანოიძე: „ე.წ. პარალელური პარლამენტის შექმნა გუბაზ სანიკიძის პირადი მოსაზრებაა“ 

დეკანოიძე: „ე.წ. პარალელური პარლამენტის შექმნა გუბაზ სანიკიძის პირადი მოსაზრებაა“ 

„ალტერანტიული პარლამენტის შექმნასთან დაკავშირებით ერთიან ოპოზიციაში საუბარი და მსჯელობა არ ყოფილა, ეს არის ალბათ მისი პირადი ინიციატივა“, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანონიძე გუბაზ სანიკიძის განცხადებას ოპოზიციის მიერ პარალელური პარლამენტის შექმნის თაობაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის ერთ-ერთი წევრის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ოპოზიციამ უნდა შექმნას პარალელური პარლამენტი, რომელიც მორალური უპირატესობით ისარგებლებს დღევანდელ პარლამენტზე.

„ბოიკოტი არის პრინციპული საკითხი, თუმცა, როგორც ჩანს, ოპოზიციურ ერთობას საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელის. ოპოზიციამ უნდა შექმნას დღის წესრიგი, შექმნას პარალელური პარლამენტი, რომელიც მორალური უპირატესობით ისარგებლებს დღევანდელი ე.წ. „ქართული ოცნების“ პარლამენტზე. აქ არის რაღაც შიშები ოპოზიციაში, რომ თითქოს ეს არის უკანონო; რა არის უკანონო? ეს იქნება საზოგადოებრივ საწყისებზე შექმნილი“, - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

„პარლალელური პარლამენტის შექმნის იდეა, ალაბათ თავად გუბაზ სანიკიძის ინიციატივაა, რადგან ერთიან ოპოზიციაში ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა, საერთოდ არ განხილულა. იმ შემთხვევაში, თუ დადაგება, ეს საკითხი მისაღები უნდა იყოს ერთიანი ოპოზიციური პალატფორმისთვის. ანუ ერთიან ოპოზიციაში უნდა მოხდეს შეთანხმება“, - განაცხადა რეზონანსთან“ ხატია დეკანონიძემ.

Ninja აბა, ამას თემურ ალასანიას და გუბაზის დიალოგი არ მოუსმენია ვითომ? ??
3 წლის უკან