შალვა პაპუაშვილი: „ქართულ ოცნებას“ ცალმხრივად უწევს პროგრესული რეფორმების გატარება, ჩვენი ოპონენტები კი დაკავებულნი არიან იმით, რომ როგორმე „აჯანჯღარონ“ ეს ქვეყანა

შალვა პაპუაშვილი: „ქართულ ოცნებას“ ცალმხრივად უწევს პროგრესული რეფორმების გატარება, ჩვენი ოპონენტები კი დაკავებულნი არიან იმით, რომ როგორმე „აჯანჯღარონ“ ეს ქვეყანა

„ქართულ ოცნებას“ ცალმხრივად უწევს პროგრესული რეფორმების გატარება მაშინ, როდესაც ჩვენი ოპონენტები დაკავებულნი არიან იმით, რომ როგორმე „აჯანჯღარონ“ ეს ქვეყანა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც მმართველი პარტიის ყრილობის მიმდინარეობისას აქციის მოწყობის თემას შეეხო.

პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მსგავსი სახით პროტესტის გამოთქმას პაპუაშვილი დაბალი კულტურის მაჩვენებლად მიიჩნევს.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს ყრილობა ჩაატარა. მანამდე, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ამის შესახებ წერილი გამოაქვეყნა.