კახა კუჭავა: ირაკლი კობახიძე ყოველთვის გამოირჩეოდა თავმდაბლობით, გულწრფელობით და განათლებით 

კახა კუჭავა: ირაკლი კობახიძე ყოველთვის გამოირჩეოდა თავმდაბლობით, გულწრფელობით და განათლებით 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა ირაკლი კობახიძეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

„გულითადად ვულოცავ ირაკლი კობახიძეს ქართული ოცნების თავმჯდომარედ არჩევას. მან თავისი ცოდნით, დაუღალავი შრომით და გამოცდილებით ეს ნდობა დაიმსახურა.

ირაკლის ლიდერობით მიღწეული არაერთი წარმატება გვარწმუნებს, რომ მისი თავმჯდომარეობით “ქართული ოცნება“ დასახავს კიდევ უფრო ამბიციურ მიზნებს და წარმატებით განახორციელებს მათ. იგი 1996 წელს გავიცანი, იურიდიულ ფაკულტეტზე - გამორჩეული იყო თავისი თავმდაბლობით, გულწრფელობით, მეგობრობით, იუმორით, განათლებითა და ცოდნით. მეამაყება ირაკლისთან მეგობრობა და მჯერა, რომ მისი მთავარი წარმატებები ჯერ კიდევ წინაა. კიდევ ერთხელ, ვულოცავ ირაკლი კობახიძეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევას და ვუსურვებ წარმატებას შემდგომ საქმიანობაში“.