ლაშა ნაცვლიშვილი: ეს არის  ის გრანდიოზული, უნიკალური  სიქველე, რასაც 30 წელია ბიძინა ივანიშვილი ეწევა

ლაშა ნაცვლიშვილი: ეს არის  ის გრანდიოზული, უნიკალური  სიქველე, რასაც 30 წელია ბიძინა ივანიშვილი ეწევა

„ვაშინგტონ პოსტის“   სტატიაში  განსაკუთრებულად   ხაზგასმულია, რომ  პუტინისგან, ტრამპისგან   და  ლუკაშენკოსგან  განსხვავებით, ბიძინა  ივანიშვილი  არის  უნიკალური  ლიდერი,  რომ ისინი  ებღაუჭებოდნენ  ხელისუფლებას, ხოლო  ბიძინა  ივანიშვილმა,  მათგან  განსხვავებით  და  ეს  უსვამს  ხაზს  მის  უნიკალურობას,  დემოკრატიული  არჩევნებით   მიღებული  ძალაუფლება, ნებაყოფლობით  დათმო მაშინ,  როდესაც  კადენციაც  არ  იყო  გასული,- ასე უპასუხა პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  მრჩეველმა, ლაშა ნაცვლიშვილმა ,, ვაშინგტონ პოსტში" ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე დასმულ შეკითხვას.

როგორც ლაშა ნაცვლიშვილი აღნიშნავს,  „ვაშინგტონ  პოსტი“  ხაზს  უსვამს  იმას,  რის  ხაზგასმაც მისი თქმით,  როგორც  ჩანს  ქართულ  მედიას  და  მის  სპეციფიურ  ნაწილს  არ  მოსწონს -  ეს  არის  ის  გრანდიოზული, უნიკალური  სიქველე, რასაც  30  წელია  ეწევა  ბატონი  ბიძინა  ივანიშვილი.

,,კიდევ  ერთხელ  ვიმეორებ  „ვაშინგტონ  პოსტი“   ხაზგასმით  აღნიშნავს  როგორც  მის პოლიტიკურ  როლს -  პოლიტიკაში  ამ  დადებით  როლს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ნებაყოფლობით  ტოვებს ძალაუფლებას  ყველა  იმ   ჩამოთვლილი  ლიდერისგან განსხვავებით -  კიდევ ერთხელ გავიმეორებ ტრამპისგან, პუტინისგან,  ლუკაშენკოსგან  განსხვავებით  ის  ნებაყოფლობით  თმობს და ამითა  არის  მისი    შემთხვევა  უნიკალური. გარდა  ამისა,  „ვაშინგტონ  პოსტი“  ხაზს  უსვამს  იმას,  რის  ხაზგასმაც  როგორც  ჩანს  ქართულ  მედიას  და  მის  სპეციფიურ  ნაწილს  არ  მოსწონს - ეს  არის  ის  გრანდიოზული, უნიკალური  სიქველე, რასაც  30  წელია  ეწევა  ბატონი  ბიძინა  ივანიშვილი“,- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.