სწორი კადრების შერჩევა მოხდა, რათა გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის ადამიანები აირჩიეს, რომლებსაც საკუთარი უნარ-ჩვევებით შესწევთ ქვეყანა წინსვლისკენ წარმართონ.
„სწორი კადრების შერჩევა მოხდა მისთვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა. ვფიქრობ, იმ ადამიანების არჩევა მოხდა, რომლებსაც საკუთარი უნარ-ჩვევებით, საკუთარი პროფესიონალიზმითა თუ პირადი თვისებებით ნამდვილად შესწევთ უნარი და ძალა, რომ ქვეყანა წარმართონ წინსვლისკენ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა. პარტიის დღევანდელ ყრილობაზე კობახიძე თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.