გიორგი რურუა ალეკო ელისაშვილს: ჩემს უკანონო დაკავებაში და უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს

გიორგი რურუა ალეკო ელისაშვილს: ჩემს უკანონო დაკავებაში და უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს

ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს, - ასე ეხმაურება „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა სოციალურ ქსელში „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.

როგორც გიორგი რურუა წერს, ის მხარს უჭერს „დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას“.

„ჩემო მეგობარო ალეკო, ჩემს უკანონო დაკავებაში და ასევე უკანონო პატიმრობაში, პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს. მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და პრინციპულ ოპოზიციას, რომლებიც მეხმარებიან ჩემი უდანაშაულობის დადგენაში.

და ბოლოს, მინდა განვაცხადო, რომ სრულად მხარს ვუჭერ დასავლური ოპოზიციური პარტიების პოზიციას. ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა“,-წერს გიორგი რურუა.

ცნობისთვის, „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დღეს გიორგი რურუა გარეთ რომ არ არის, დიდწილად ოპოზიციის ბრალია. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა „ფორმულას“ ეთერში, 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრისას აღნიშნა.

შეგახსენებთ, გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

9gramm მამა აბრამის ბატკანი!!! არავის ციხეში ჯდომა არ გამიხარდება ნამდვილად... მაგრამ რურუა პოლიტ პატიმარი - რურუა ????
4 წლის უკან
9gramm გასაგებია, ახალგაზრდა თაობას არ ახსოვს,მშობლებს ხომ გვახსოვს-ვერის "ბოროტების"საძმო...
4 წლის უკან