არჩილ თალაკვაძე: დღეს ჩვენი გუნდი კონსოლიდირებულია ისე, როგორც არასდროს - არის განახლებული და ძალიან პროგრესული

არჩილ თალაკვაძე: დღეს ჩვენი გუნდი კონსოლიდირებულია ისე, როგორც არასდროს - არის განახლებული და ძალიან პროგრესული

ოპოზიციას არ აქვს მომავლის ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა გასწიონ ოპონირება. როცა გეგმა არ გაქვს და ძლიერი გუნდი არ გყავს, არჩევნებში დამარცხდი, საზოგადოების მხარდაჭერა უგულებელყოფენ და პარლამენტში არ შეხვედი, ერთადერთ ხავსს ეჭიდებიან - საუბრობენ, თითქოს ჩვენს გუნდში დაპირისპირებაა, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ მედიასთან საუბრისას.

„ისინი ამ „დაპირისპირებაზე“ წლებია, საუბრობენ და მოგეხსენებათ, ამ საუბრებით სად მივიდნენ. დღეს ჩვენი გუნდი კონსოლიდირებულია ისე, როგორც არასდროს, არის განახლებული და ძალიან პროგრესული. ჩვენ გვაქვს მიზნები, ხედვა და ვიცით, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რა საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და მზად ვართ, სათანადოდ ვიმუშაოთ“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა. პარტიის დღევანდელ ყრილობაზე კობახიძე თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა 11 იანვარს წარადგინა.

პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ამის შესახებ წერილი გამოაქვეყნა.