საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“, სადაც „ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ.
მათ საგამოფენო ცენტრის მიმდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
„ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ. პარტიულ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება.