ჯანმოს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, მარია ვან კერკხოვე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ნულოვანი პაციენტის დადგენა შეუძლებელი იქნება.
„შესაძლოა, ჩვენ ვერ შევძლებთ ნულოვანი შემთხვევის გამოვლენას, თუმცა ყველა მეცნიერულ შესაძლებლობას გამოვიყენებთ და საჭირო კვლევებს ჩავატარებთ“, - აღნიშნა ჯანმოს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა.
მარია ვან კერკხოვემ ასევე განაცხადა, რომ ჯანმო რეგულარულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობის შემსწავლელი ჯგუფის საქმიანობის შესახებ.
„ექსპერტებს სამუშაოს განხორციელების საშუალება მივცეთ. მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად მოგაწვდით“, - აღნიშნა მან.