მამუკა მდინარაძე: განწყობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპტიმისტურია და მჯერა, რომ საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ ენდობა

მამუკა მდინარაძე: განწყობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპტიმისტურია და მჯერა, რომ საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ ენდობა

2020 წელს უმწვავესი გამოწვევის წინაშე ვიდექით, პიკისკენ მიდიოდა პანდემია, რაც ბუნებრივია გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებსა და საზოგადოების განწყობაზეც. ეს გამოწვევა აისახებოდა მენეჯმენტის პატარ-პატარა გამოწვევებზე, მაშინ როცა საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ამ ვითარებას კარგად გაუძლო. საუკეთესოდ ან ცუდად ვერ შევაფასებთ, მოდით თვითკრიტიკულები ვიყოთ, - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ის ხარვეზები და პრობლემები, რაც საქართველოში დაფიქსირდა იყო ყველგან. „გერმანიასა და ავსტრიაში ფიქსირდებოდა მსგავსი პატარ-პატარა ხარვეზები. ჩვენთან ბუნებრივია უფრო მეტი... ამ ქვეყნების დონეზე არ ვართ. ჩვენი მიზანია მენეჯმენტი თანდათან ავაწყოთ. მაგრამ საშუალო ევროპული დონის ქვეყნებში როგორც ლაგდებოდა მენეჯმენტი, ამ დონეზე დალაგდა საქართველოშიც“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, არჩევნები ამ მოვლენების პიკში ჩატარდა, თუმცა საზოგადოებამ თქვა, რომ ხელისუფლება უნდა დარჩეს „ქართულ ოცნებას“. „ეს იყო მესამე შემთხვევა, როცა „ქართულ ოცნებას“ მიანდო მართვის სადავეები საზოგადოებამ. როცა ევროპის წამყვან ქვეყნებში პარტიები იღებენ 40%, ჩვენ მივიღეთ 48%.“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, განწყობა 2021 წლის არჩევნებზე ოპტიმისტურია და საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ თვითმმართველობის არჩევნებზეც ენდობა.