კახა კალაძე: უნდათ, დახატონ რაღაც საშინელება, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვიღაცა ვიღაცას უპირისპირდება - ყველამ თავის პარტიას მიხედოს, ჩვენ როგორმე ჩვენს თავს მივხედავთ

კახა კალაძე: უნდათ, დახატონ რაღაც საშინელება, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვიღაცა ვიღაცას უპირისპირდება - ყველამ თავის პარტიას მიხედოს, ჩვენ როგორმე ჩვენს თავს მივხედავთ

დედაქალაქის მერის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ „ქართულ ოცნებაში“ ორი დაპირისპირებული კლანია, მიზანმიმართული პროპაგანდაა.

როგორც კალაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს უნდათ, „დახატონ რაღაც საშინელება, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვიღაცა ვიღაცას უპირისპირდება“.

„რა კლანებზე და დაჯგუფებებზე ვსაუბრობთ საერთოდ. სხვაზე არ ვისაუბრებ. პირადად მე რაც შემეხება, ჩემი ძლიერი მხარე რაცაა, ესაა საზოგადოების, ქართველი ხალხის დამოკიდებულება ჩემ მიმართ, სიყვარული, რასაც წლების განმავლობაში ვგრძნობ. ეს არის ყველაზე დიდი ბენეფიტი ჩემთვის და ამ ყველაფერს ძალიან ვუფრთხილდები. რა კლანებსა და დაპირისპირებაზე ვსაუბრობთ. ეს არის მიზანმიმართული პროპაგანდა კონკრეტული ტელევიზიების, კონკრეტული ოპოზიციური პარტიების და ე.წ. პოლიტიკოსების მხრიდან, რომ უნდათ, დახატონ რაღაც საშინელება, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვიღაცა ვიღაცას უპირისპირდება სადღაც, ოღონდ არავინ არ იცის, სად და რატომ. ყველამ თავის პარტიას მიხედოს და თავის პოლიტიკურ მომავალზე იფიქროს, ჩვენ როგორმე მივხედავთ ჩვენს თავს და როგორმე მივხედვათ და ღირსებულად ვუპასუხებთ იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშეა“,- განაცხადა კალაძემ.