არჩილ თალაკვაძე: ირაკლი კობახიძე არის ახალგაზრდა, ენერგიული, განათლებული ადამიანი და დიდი წვლილი აქვს შეტანილი პარტიის განვითარებაში

არჩილ თალაკვაძე: ირაკლი კობახიძე არის ახალგაზრდა, ენერგიული, განათლებული ადამიანი და დიდი წვლილი აქვს შეტანილი პარტიის განვითარებაში

ირაკლი კობახიძე არის ახალგაზრდა, ენერგიული, განათლებული ადამიანი. დიდი წვლილი აქვს შეტანილი პარტიის განვითარებაში. ის არაერთ გამარჯვებაში ხელმძღვანელობდა საარჩევნო კამპანიებს და ვფიქრობ, რომ ღირსეული თავმჯდომარე იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„მას ჩვენი გუნდის ძლიერი და სრული მხარდაჭერა აქვს. ჩვენი პოლიტიკური გუნდი და პარტია არის მომავალზე ორიენტირებული, შესაბამისად, პოლიტსაბჭოს შემადგენლობა განახლდება იმგვარად, რომ ჩვენი მიღწევები მაქსიმალურად შენარჩუნდეს, ასევე - ადეკვატურად ვუპასუხოთ გამოწვევებს და გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომელთაც, პოლიტიკური განვითარების ამ ეტაპზე, მოცემული კონტექსტი გვაძლევს. რა თქმა უნდა, გვაქვს მომავლის განვითარების ხედვა და დარწმუნებული ვარ, რომ პარტია ძალიან საინტერესო პროგრამებითა და გუნდით გამოვა შემდეგ არჩევნებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ხვალ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა სახელდება.