გიორგი ჩალაძე: საქართველოში შემოვა ვაქცინა, რომელიც სანდო იქნება

გიორგი ჩალაძე: საქართველოში შემოვა ვაქცინა, რომელიც სანდო იქნება

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის თანადამფუძნებლის, გიორგი ჩალაძის თქმით, ხელისუფლებას აშშ-ის pfizer-თან მოლაპარაკებები არ ჰქონია და ისინი, საზოგადოებას განგებ განაწყობენ ვაქცინის წინააღმდეგ, რომ არ მოუწიოთ ვაქცინის დიდ მოთხოვნაზე პასუხისგება.

ჩალაძე ამბობს, რომ საქართველოში შემოვა კორონავირუსის ვაქცინა, რომელსაც მოთხოვნის საფუძველზე, სტრატეგიული პარტნიორი ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოგზავნის.

„ბატონი პრემიერი და სხვა ბატონები და ქალბატონები, რასაც საუბრობენ ნაკლებად სარწმუნოა, ჩვენ ვნახეთ შედეგები, გვეუბნებოდნენ რომ ჯერ შემოქონდათ pfizer, მერე შემოჰქონდათ moderna, მერე astrazeneca, გუშინ ფარდა აეხადა, მარტივ სიმართლეს. pfizer-თან მოლაპარაკება არ აქვთ.

საქართველოში შემოვა პირველი ვაქცინა, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გვაჩუქებს, ჩვენ მას უნდა ვთხოვოთ, რომ დაგვეხმაროს ჰუმანიტარულად, ეს ასეც მოხდა უკვე. საქართველოში შემოვა ვაქცინა, რომელიც სანდო იქნება და მათი ეს რიტორიკა არაფერია, თუ არა ხალხის დაბნევა და საწინააღმდეგო განწყობის შექმნა ვაქცინისადმი, მათ არ აწყობთ ვაქცინის მომთხოვნი ხალხის არსებობა, რადგან ვერ შეასრულებენ ამ დავალებას და გამოჩნდებიან, რომ კიდევ ერთხელ ჩაფლავდნენ.

ჩინური ვაქცინების შემოტანას შეეცდებიან, თუმცა საზოგადოებამ უნდა დასვას ძალიან მკაცრი კითხვები. astrazeneca რეალურია, თუმცა ბევრი სხვა კარგი ვაქცინა შემოვა", - ამბობს გიორგი ჩალაძე გადაცემა „დღის სტუმარში".

Aburjga Tasmanieli დასავლური, რუსული, ჩინური, იაპონური, კორეული ... ყველა ქვეყნის ვაქცინა უნდა შემოვიდეს და ვინ რომელსაც აირჩევს იმ ვაქცინით უნდა აიცრას!
3 წლის უკან