სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებზე დღემდე დაფიქსირებულ პოზიციას არ შეიცვლის

სალომე სამადაშვილი იმედოვნებს, რომ ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებზე დღემდე დაფიქსირებულ პოზიციას არ შეიცვლის

სალომე სამადაშვილი უსამართლოს და დამაზიანებელს უწოდებს ალეკო ელისაშვილის განცხადებას, რომ გიორგი რურუა დიდწილად ოპოზიციის გამო რჩება ციხეში. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, .facebook-ზე წერს.

„არასდროს გამიკრიტიკებია ალეკო ელისაშვილი, რადგან ვთვლი, რომ საბოლოოდ, მისი პარტიის ლიდერების და ამომრჩევლების გადაწყვეტილებაა, როგორ გამოიყენებენ საკუთარ მანდატებს, სურთ ოპოზიციურ ერთიანობაში ყოფნა თუ არა, შევლენ პარლამენტში თუ არა. თუმცა, განცხადება, რომ გიორგი რურუა ციხეში ოპოზიციის მიერ დაშვებული შეცდომის გამო რჩება, უსამართლოს გარდა, დამაზიანებელია. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხზე საკუთარ, დღემდე დაფიქსირებულ პოზიციას არ გადახედავს“, - წერს სალომე სამადაშვილი.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გიორგი რურუა დიდწილად ოპოზიციის გამო რჩება ციხეში.

სასმართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.