გიორგი ვოლსკი: ჩემი ღრმა რწმენითა და ჩვენი წინასწარი შეთანხმებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება

გიორგი ვოლსკი: ჩემი ღრმა რწმენითა და ჩვენი წინასწარი შეთანხმებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება

პოლიტსაბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებით, უამრავი კითხვა ისმის და ბევრი პროგნოზი კეთდება. ცალკეული მედიასაშუალებების, ექსპერტების მიერ, გვარებიცაა დასახელებული. ,უნდა დაგიდასტუროთ რომ, ხშირ შემთხვევაში, პოზიციები, პროგნოზები სწორად არის გაკეთებული, თუმცა არის გარკვეული შეცდომებიც. ამით სპეკულირება და ამ თემაზე წინასწარ საუბარი, შევთანხმდით, რომ არ გვქონდეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ირაკლი კობახიძე შესაბამის განცხადებას გააკეთებს. ჩემი ღრმა რწმენითა და ჩვენი წინასწარი შეთანხმებით, ის იქნება თავმჯდომარე. რამდენად გაართმევს თავს, ეს მომავლის საკითხია, მაგრამ ყველა დარწმუნებული ვართ, მას შესწევს უნარი, იყოს კარგი ლიდერი, კარგი მეგობარი და თავისი განათლების ხარისხით კიდევ ერთხელ დაანახოს როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარეს ღირსეული შემცვლელი ჰყავს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ხვალ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა სახელდება.