გიორგი ვოლსკი: დაუყოვნებლივ განმეორებითი არჩევნები დაინიშნება, თუკი მნიშვნელოვან გადახრას საპარლამენტო კომისია დაადგენს

გიორგი ვოლსკი: დაუყოვნებლივ განმეორებითი არჩევნები დაინიშნება, თუკი მნიშვნელოვან გადახრას საპარლამენტო კომისია დაადგენს

დაუყოვნებლივ განმეორებითი არჩევნები დაინიშნება, თუკი საპარლამენტო კომისია დაადგენს იმას, რომ მნიშვნელოვანი გადახრა იყო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განცხადა ოპოზიციონერი ლიდერების მოთხოვნებთან დაკავშირებით განაცხადა.

„არათუ რიგგარეშე არჩევნები, არამედ გადაუდებლად, დაუყოვნებლივ განმეორებითი არჩევნები დაინიშნება, თუკი საპარლამენტო კომისია დაადგენს იმას, რომ მნიშვნელოვანი გადახრა იყო და გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.

ეს არის დღეს ჩვენი პოზიცია, სავსებით ლოგიკურია და სამართლებრივად არის უზრუნველყოფილი. ნებისმიერი ადამიანის განცხადებაზე, ეს იქნება შალვა ნათელაშვილი, მიხეილ სააკაშვილი თუ ალეკო ელისაშვილი, გადაწყვეტილების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია.

რაც შეეხება, სამართლებრივი საფუძველის ძებნას ერთგვარ პლებისციტში, შესაძლოა, ეს თემა იყოს განხილული. თუმცა, რა საკვირველია, ეს თემა საკმაოდ სუსტია იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ საპარლამენტო მუშაობის პირობებში.

რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, მე ასეთი არ ვიცი. მე ვიცი ადამიანები, რომლებიც ბრალდებულები არიან ქვეყნის ისტორიული ტერიტორიის საკითხზე საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღებაში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„მოქალაქეები“ და „გირჩი“ ოპოზიციასთან შეხვედრებს იწყებენ. კვირას ჩანიშნულია შეხვედრა „სტრატეგია აღმაშენებელთან“. ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პარტია „მოქალაქეები“ მზად ვართ ელჩების თანდასწრებით შეხვდეს „ქართულ ოცნებას“ და ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას.