პეტრე ცისკარიშვილი: ელისაშვილს პარლამენტში შესვლა უნდა და ყველა ღონეს ხმარობს, რომ სხვებიც შეიყოლოს 

პეტრე ცისკარიშვილი: ელისაშვილს პარლამენტში შესვლა უნდა და ყველა ღონეს ხმარობს, რომ სხვებიც შეიყოლოს 

ბატონ ელისაშვილს პარლამენტში შესვლა ძალიან უნდა და ყველა ღონეს ხმარობს, რომ სხვებიც შეიყოლოს, ეტყობა მარტო შესვლა ეუხერხულება, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი პეტრე ცისკარიშვილი.

„მას არავინ აკავებს, არავინ ამუნათებს, მისი გადასაწყვეტია. ყურით მოთრეული მიზეზების მოტანას, ურჩევნია, გადაწყეტილება საკუთარი სინდისის და პოლიტიკური შეხედულებების შესაბამისად მიიღოს" განაცხდა პეტრე ცისკარიშვილმა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა" და „გირჩს" შორის გუშინ შედგა.

„გირჩის" ინიციატივაა, რომ რეალურ საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმების შემთხვევაში, თვითმმართველობის არჩევნებს პლებისციტის ფუნქცია მიენიჭოს. შესაბამისად, თუ ჯამურად ოპოზიცია გაიმარჯვებს, 2022 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. წაგების შემთხვევაში, კი აღიარონ, რომ გაყალბება სულაც არ ყოფილა იმ მასშტაბის, რის მტკიცებასაც თავად ცდილობენ. „გირჩი" და „მოქალაქეები" ამ მიზნით, ოპოზიციასთან შეხვედრებს იწყებენ. განსხვავებული შეხედულება აქვთ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს.