სომხეთის კოვიდინფიცირებული პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

სომხეთის კოვიდინფიცირებული პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარგსიანი, რომელსაც 5 იანვარს კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ არმენ სარგსიანს ორმხრივი პნევმონია აქვს.

„პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა და მკურნალობას სახლში გადიოდა, ჰოსპიტალიზირებულია. პრეზიდენტს აღნიშნული მდგომარეობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, მათ შორის მაღალი ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია“, - ნათქვამია განცხადებაში.

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს კორონავირუსის დაავადების მძიმე ფორმა განუვითარდა.