გელა მიქაძე: ვფიქრობ, ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა, რეგიონებში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების აშენება

გელა მიქაძე: ვფიქრობ, ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა, რეგიონებში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების აშენება

ვფიქრობ, რომ ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზაა ყველა რეგიონში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების აშენება. ამას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზა ძალიან ცუდია, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გელამ მიქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში შესვლის მიზანია თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ პროექტის განხორციელება. „მეორე მთავარი პროექტი 2008 წელს დავიწყე და რისი ინიციატორიც ვიყავი, ეს იყო „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების“ შექმნის კონცეფცია. პირველი პროექტი იყო „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, მაგრამ დღეისთვის ყველა ეს ზონა ბოსლად არის გადაქცეული.

პარლამენტში ჩემი შემოსვლის მთავარი მიზანია, რომ ეს „თავისუფალი ინდუსტრიული ზონები“, რომელიც 2008 წელს დავიწყე, დავასრულო და ქვეყანაში კიდევ შევქმნა დაახლოებით 30 000 სამუშაო ადგილი. თუ ამას ვერ მივაღწევ და ის საკანონმდებლო ბაზა არ იქნება ქვეყანაში, სიტყვას გაძლევთ დიდი სიამოვნებით დავტოვებ საქართველოს პარლამენტის მანდატს. ჩემთვის აპრიორი არაა დეპუტატობა. ჩემი ცოდნა და სპეციალიზაცია მინდა საქართველოს მოვახმარო. ძალიან ბევრ ინვესტორს უნდა საქართველოში შემოსვლა, მაგრამ ერთადერთი შემაფერხებელი მიზეზი დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზაა“, - განაცხადა მიქაძემ.

საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს კენჭი უყარა. რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა სამივე დეპუტატის ადგილმონაცვლე დაამტკიცა.

ირმა ინაშვილის - ადგილმონაცვლეა გელა მიქაძე; გიორგი ლომიას ადგილმონაცვლეა - ფრიდონ ინჯია; გოჩა თევდორაძის - ადგილმონაცველა დავით ზილფიმიანი

Aburjga Tasmanieli ეუფ... მძიმე შემთხვევაა!
4 წლის უკან
ლაზი ამას რა მიზნები აქვს არ ვიცი, მაგრამ თავისუფალი ზონები რომ ეკონომიკის განვითარების კარგი ბერკეტია ეს ფაქტია.
დღეს რეალურად არც ერთი ზონა არ მუშაობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის.
ჩინელებმა ქუთაისში თავისუფალი ზონა კი არა, ჩინეთის დამოუდებელი ფილიალი შექმნეს. ეს არ არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ვინც სხვანაირად ფიქრობს, დაამტკიცოს.
საქართველოში პირველი თავისუფალი სამრეწველო ზონა ტყიბულში უნდა შექმნილიყო.
4 წლის უკან
Ninja ლაზი, გეთანხმებით 100%
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მე ალბათ ვერ ვერკვევი?! ალბათ კი არა ვერ ვერკვევი რა სიკეთე უნდა მოუტანოს თავისუფალმა ეკონომიურმა ზონამ საქართველოს??! მითუმეტეს თუ „ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, დღეისთვის ბოსლად არის გადაქცეული?! და თუ "ქუთაისში თავისუფალი ზონა კი არა, ჩინეთის დამოუდებელი ფილიალი შექმნეს". ??!! თუ მიიცლით განავრცეთ თქვენი აზრები თავისუფალი ზონების შექმნის სიკეთეებზე?!
4 წლის უკან