საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს, დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისია. ისინი არიან თვითგანადგურების რეჟიმზე გადასული. დღეს ჩვენ უკვე ვიხილეთ ერთ-ერთი პარტიის სისრულეში მოყვანილი თვითგანადგურება. პრაქტიკულად, თავი გაინადგურა „პატრიოტთა ალიანსმა“ იმით, რაც გააკეთა გუშინ, როდესაც უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ახლა პოლიტიკურ ველზე გაჯანსაღების პროცესი მიმდინარეობს. „ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და იმედი გვაქვს, რომ ეს თვითგანადგურების პროცესი წარმატებით დასრულდება. „ევროპული საქართველო“ ისედაც განადგურებულია. ესაა ჯანსაღი, დემოკრატიული პროცესი. საბოლოო ჯამში უნდა ვიხილოთ ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი“, - აღნიშნა კობახიძემ.
4 იანვარს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ, Facebook-ზე დაწერა, რომ პარტიაში განახლებისა და ცვლილებების ეტაპია.