ირაკლი კობახიძე: ამნისტიის შესახებ კანონპროექტში სათითაოდ არის გავლილი თითოეული მუხლი და პუნქტი იმისათვის, რომ რისკები იყოს დაზღვეული

ირაკლი კობახიძე: ამნისტიის შესახებ კანონპროექტში სათითაოდ არის გავლილი თითოეული მუხლი და პუნქტი იმისათვის, რომ რისკები იყოს დაზღვეული

ამნისტიის შესახებ კანონპროექტში სათითაოდ არის გავლილი თითოეული მუხლი და პუნქტი იმისათვის, რომ რისკები იყოს დაზღვეული, მათ შორის შეფასებულია ინდივიდუალურადაც, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ სეგმენტის გათავისუფლებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე რისკების აწონ-დაწონვა ამ კანონპროექტის განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იყო.

„დღეს კიდევ დაზუსტდება საბოლოო სურათი. არსებული სახით, 1 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება ამნისტიის შესახებ კანონი, თუმცა დამატებით გრძელდება დაზუსტება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.