ავთანდილ ენუქიძის განცხადებით, ოპოზიციის შეფასება, რომ ვინც პარლამენტში შედის, იქ „ქართულ ოცნებას“ უერთდება მცდარია.
„რაც უნდა ის ილაპარაკონ ჩემზე. ცუდი პერიოდი იყო ... ცუდად ილაპარაკეს ჩემზე. გარკვეულწილად ეს გავატარე. ყველამ თავის საქმეს მიხედოს, თავი დამანებოს თორე ძალიან დიდ ინფორმაციის მატარებელი ვარ და წყნარად იყოს ყველა“, - განაცხადა ენუქიძემ.
მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსმა“ იმიტომ არ ჩახსნა პარტიული სია ცესკოდან, რომ სხვა წევრების მოსაზრება გაითვალისწინა. „ჩვენს პარტიაში არავის თრგუნავენ, სხვა პარტიებში ერთად რომ ჩახსნეს სიები, ეს არ მომხდარა.აქ ყველა თავისუფალი ხალხია, აქტიურ პოლიტიკოსებს თავისი გადაწყვეტილება ჰქონდათ, ჩვენ ჩვენი“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ავთანდილ ენუქიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„როცა სიაში ჩავეწერე მაშინვე ვაპირებდი, რომ პარლამენტის წევრი ვყოფილიყავი. ჩვენთვის ეს არავის დაუშლია, პარტიის ხელმძღვანელობამ იცოდა ჩემი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ენუქიძემ.
ენუქიძის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც პარლამენტში დააყენებს წართმეული ქონების დაბრუნების საკითხია. „რისი საშუალება მომეცემა პარლამენტში, ამას ცხოვრება მაჩვენებს, მაგრამ ერთია ყველა წართმეული ქონება უნდა დაუბრუნდეს ვისაც წაართვეს“, - განაცხადა ენუქიძემ.
საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრის, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს კენჭი უყარა. რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა სამივე დეპუტატის ადგილმონაცვლე დაამტკიცა.
ირმა ინაშვილის - ადგილმონაცვლეა გელა მიქაძე; გიორგი ლომიას ადგილმონაცვლეა - ფრიდონ ინჯია; გოჩა თევდორაძის - ადგილმონაცველა დავით ზილფიმიანი