პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის უფლებამოსილება ცნო

პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის უფლებამოსილება ცნო

„პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიის სამი წევრის დავით ზილფიმიანის, ფრიდონ ინჯიასა და გელა მიქაძის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე იმსჯელა და მხარი ერთხმად დაუჭირა.

გელა მიქაძის უფლებამოსილების ცნობას მხარი 82 -მა დეპუტატმა დაუჭირა, ფრიდონ ინჯიას -81-მა დეპუტატმა, დავით ზილფიმიანის უფლებამოსილების ცნობას კი 82-მა დეპუტატმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ირმა ინაშვილის ადგილმონაცვლე პარლამენტში გელა მიქაძე იქნება, გიორგი ლომიას ფრიდონ ინჯია ჩაანაცვლებს, ხოლო გოჩა თევდორაძეს - დავით ზილფიმიანი.