ეს დიდი გარღვევაა! – მიაგნეს პრეპარატს, რომელიც კოვიდ-19-თან ბრძოლის ძირითად იარაღად გამოდგება

ეს დიდი გარღვევაა! – მიაგნეს პრეპარატს, რომელიც კოვიდ-19-თან ბრძოლის ძირითად იარაღად გამოდგება

ჯორჯიის შტატში მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი, MK-4482 / EIDD-2801, ანუ მოლნუპირავირი 24 საათში ბლოკავს კორონავირუსის გადაცემას. მეცნიერთა ჯგუფს პროფესორი რიჩარდ პლემპერი ხელმძღვანელობს.

„ეს არის პირველი დემონსტრირება პერორალური პრეპარატის, რომელიც სწრაფად ბლოკავს SARS-CoV-2-ს. MK-4482 / EIDD-2801-ს თამაშის წესების შეცვლა შეუძლია“, – განაცხადა პლემპერმა.

„ეს დიდი გარღვევაა SARS-CoV-2-ის ფართოდ გადაცემის პროცესში, ვიდრე საყოველთაო ვაქცინაცია ყველასთვის გახდება ხელმისაწვდომი. მას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც პანდემიის კატასტროფულ შედეგებს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს“, – ნათქვამია უნივერსისტეტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

პრეპარატის მიღება ადრეულ სტადიაზეა შესაძლებელი და მას 3 უპირატესობა აქვს:

- ხელს უშლის პაციენტის დამძიმებას

- ამცირებს ინფიცირების ფაზას

- სწრაფად ახშობს ადგილობრივ აფეთქებებს.

კვლევა ჯორჯიის შტატის ალერფიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტმა დააფინანსა.

Aburjga Tasmanieli ფული წყვეტს ყველაფერს! დარწმუნებული ვარ ეს ვირუსი ფარმაცევტულ კომპანიებს ააშენებს (კიდევ უფრო გაამდიდრებს). წამალი აღმოაჩინეს, ძალიან კარგი! მაგრამ იმას რა ვუყოთ, რომ წამალი IVERMECTIN ჯერ კიდევ 30 წლის წინ გამოგონებული და დანერგილი, ამ ვირუსისი სრულ ბლოკირებას ახდენს და მე ამის შესახებ ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში ვწერდი! რა ქნეს, მიაქცია ვიმემ ყურადღება ამ წამალს, გამოიყენეს და ვერ იმოქმედა?! არა, როგორ გეკადრებათ პლაქველინს და რემდესივერს მიაწვნენ! ასე ატრიალებს მსოფლიოს წამლის მაფია თავის ჭკუაზე!
4 წლის უკან