ნიკოლოზ სამხარაძე: რუსეთის ფედერაციასთან არანაირი საზღვრების დადგენა არ მოხდება, ვიდრე რუსეთს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი აქვს ოკუპირებული

ნიკოლოზ სამხარაძე: რუსეთის ფედერაციასთან არანაირი საზღვრების დადგენა არ მოხდება, ვიდრე რუსეთს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი აქვს ოკუპირებული

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, რუსეთთან ვერავითარი საზღვრის დადგენა ვერ მოხდება, სანამ მოსკოვს აფხაზეთი და ცხინვალი აქვს ოკუპირებული. მან რუსეთის პრეზიდენტის მიერ დსთ-ს ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა შეაფასა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე რუსეთის ქმედებებს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას უპირისპირებს.

"ეს არ არის ახალი ამბავი. უბრალოდ ადამიანის ცვლილებაა. კერძოდ, ეს კომისია მანამდეც არსებობდა და ახლა უბრალოდ წარმომადგენელი შეიცვალა. ჩვენი პოზიცია ძალიან მყარია, ეს არის ის, რომ რუსეთის ფედერაციასთან არანაირი საზღვრების დადგენა არ მოხდება, სანამ რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი აქვს ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოებაში არავინ აღიარებს ფიქტიური საზღვრების დადგენას. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო სამართალი ჩვენს მხარეს არის. ერთადერთი, რასაც რუსეთს ვუპირისპირებთ, ეს არის საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მხარდაჭერა. სამწუხაროდ, სხვა ბერკეტი 2008 წლის ომის შემდეგ აღარ გვაქვს. ეს არის ჩვეულებრივი საკადრო ცვლილება, ამიტომ მე აქედან დიდ ამბავს არ შევქმნიდი. რუსეთს საზღვრების დადგენა 2008 წლის ომის შემდეგ უნდა",-განაცხადა სამხარაძემ.

ძია მიხო "ქართული მხარე რუსეთის ქმედებებს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას უპირისპირებს". საერთაშოორისო საზოგადოება რომ ჩვერს ქვეყანას 1991 წლამდე საზღვრებში აღიარებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრით დე ფაქტო საზღვრის აღიარებას და ადმინისტრაციული საზღვრის გავლებას რაიმე გონივრული ალტერნატივა აქვს. როგორ შეიძლება არ აღიარო ის, რაც აშკარად არსებობს? განა ასეთი არაღიარებით რუსეთს და სხვებს, ვინც განდგომილი რეგიონები იცნო, თავიანთ გადაწყვეტილებას შევაცვლევინებთ? ამით მხოლოდ გავურთულებთ ცხოვრებას საზღვრისპირად მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია, და არა მარტო მათ. გერმანიის მაგალითი მოჰყავთ ხშირად, რომლის ნაწილიც ოკუპირებული იყო, როცა გფრ ნატოს წევრი გახდა, იმის თქმა კი ავიწყდებათ, რომ საოკუპაციო საზღვარი, ორ გერმანიას შორის, რომელსაც გდრ სახელმწიფო საზღვრად თვლიდა, ყოველთვის დემარკირებული იყო და ორივე მიმართულებით ხალხის და ტვირთების მოძრაობა წარმოებდა. მეორე მხრივ გასაგებია, რომ მთავრობას ხელებს უკრავს დღევანდელი ოპოზიცია თავისი ყალბი პატრიოტიზმით და დესტრუქციული გამოხდომებით, პროვოკაციული ქმედებებით საზღვარზე და ა. შ. გონივრული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ აძლევს. ისე სჩანს, რომ საპარლამენტო მმართველობა ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო შეუფერებელია, ვიდრე საპრეზიდენტო.
4 წლის უკან