სერგო ჩიხლაძე: ერთი და ორი დეპუტატის პარლამენტში ინდივიდუალურად შესვლა საკანონმდებლო ორგანოს მრავალპარტიულობას ვერ შესძენს

სერგო ჩიხლაძე: ერთი და ორი დეპუტატის პარლამენტში ინდივიდუალურად შესვლა საკანონმდებლო ორგანოს მრავალპარტიულობას ვერ შესძენს

გაურკვეველია, რატომ იწყებენ მაინცდამაინც „პატრიოტთა ალიანსიდან“, როდესაც მანდატების გაუქმებაზე განცხადება სხვა პარტიებმა უფრო ადრე ჩააბარეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი და ორი დეპუტატის ინდივიდუალურად პარლამენტში შესვლით საკანონმდებლო ორგანო მრავალპარტიული ვერ გახდება.

„მაგრამ რეალურად ეს არაფერს ცვლის, თუნდაც „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებაც ცნობილია, პარტიის პოზიცია ცნობილია. ერთი და ორი დეპუტატი ინდივიდუალურად თუ გადაწყვეტს შესვლას, ეს არ იქნება პარტიული შესვლა. ეს ვერ შესძენს მრავალპარტიულობას ამ პარლამენტს. ოპოზიციური გეგმები არ იცვლება. ეს რაღაცა მანიპულირება და პოლიტიკური ჟონგლიორობა შეუძლია, „ქართულ ოცნებას“ გააგრძელოს, მაგრამ დღის წესრიგი არ იცვლება. მოლაპარაკებები თუ შედგება, იგივე წინადადებით მივა ოპოზიცია“,- აღნიშნა ჩიხლაძემ.

როგორც ჩიხლაძე აცხადებს, „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ პარლამენტში ინდივიდუალურად არავინ შედის.

„სტრატეგია აღმაშენებლიდან“ არავინ ინდივიდუალურად არ შედის. პირველი, რომ სიები უკვე ჩახსნილია და ოთხივე დეპუტატმა დაწერა განცხადება. ეს გამორიცხულია.

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ არ არის განწყობილი კონსტრუქციულად, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

საქართველოს პარლამენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობას იწყებს.

 

Ninja თუ "პატრიოტთა ალიანსის" ოთხივე მიღებული მანდატით პარლამენტში შევლენ სიის სხვა წევრები, ეს უკვე ნიშნავს პარტიის შესვლას პარლამენტში სრული სამანდატო შემადგენლობით, ანუ უკვე ორპარტიული მაინც იქნება პარლამენტი და რას ბჟუტურებს ეს ჩიხლაძე, თვითონაც არ იცის.
4 წლის უკან
ლაზი ყოჩაღ ვაშაძეს, ამისთანა სანდომიანი სპიკერის მოძებნა იოლია? მაინც რა ლოგიკა და ლექსიკა აქვს ა?
4 წლის უკან