არჩილ თალაკვაძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

არჩილ თალაკვაძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

არჩილ თალაკვაძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

თქვენო უწმინდესობავ,

საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ დაბადების დღეს! შეუფასებელია თქვენი ღვაწლი, თქვენი ამაგი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში დაუღალავად სწევთ. თქვენ ხართ სულიერი სიმტკიცის და ერთიანობის სიმბოლო. მიიღეთ ჩვენი გულწრფელი მადლიერება იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გრძნობს თქვენგან. გისურვებთ მხნეობას და ჯანმრთელობას ჩვენი ხალხის და საქართველოს საკეთილდღეოდ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

არჩილ თალაკვაძე