ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რომ რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა. შესაბამისად, ოპოზიციის, ფასილიტატორი ელჩების მხრიდან არის მზაობა, რომ ეს იანვარში მოგვარდეს და შედგეს მორიგი რაუნდი, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„იმედი გვაქვს, ხელისუფლებაც აცნობიერებს ამას და ისინიც მზად არიან, რომ მოლაპარაკებები აწარმოონ და გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმედი, რომ ერთ რაუნდში და ერთი შეხვედრით ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ მთავარია, მოლაპარაკებები გაგრძელდეს. მეხუთე რაუნდი დაგვანახებს, რა პერსპექტივა აქვს ამ მოლაპარაკებებს“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებაზე მსჯელობას იწყებს, თუმცა, მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება. ოპოზიცია მმართველი გუნდის წინადადებას ელოდება და პოლიტიკური დიალოგის გაგრძელებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. პროცესის გასაგრძელებლად მზადაა მმართველი გუნდიც. არაა გამორიცხული, რომ მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი იანვარში გაიმართოს.