ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის მკვლევარი მაიკლ რუბინი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო კავკასიის რეგიონში ყველაზე დემოკრატიული და წარმატებული ქვეყანაა. ის მიიჩნევს, რომ თუ მეზობელი ქვეყნები საქართველოს მაგალითზე ისწავლიან, რეგიონი გაცილებით უკეთესი იქნება ვიდრე დღეს არის.
„2021 წელს, საქართველოს, პირველ რიგში, უკეთეს სამეზობლოს ვუსურვებდი, მაგრამ ეს შეუძლებელია. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მეზობელი ქვეყნები საქართველოსგან აიღებენ მაგალითს და იქნებიან უფრო დემოკრატიულები, მშვიდობის მოყვარულები და ტოლერანტულები. საქართველოს მიღწევებზე რეგიონის სხვა ქვეყნები თუ ისწავლიან, ვფიქრობ, რომ კავკასია ბევრად უკეთესი რეგიონი იქნებოდა“