ლევან რატიანი: ყველამ ერთმანეთის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ

ლევან რატიანი: ყველამ ერთმანეთის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ

ერთი რამის გარდა ღირებული არაფერი არსებობს და ეს სიცოცხლეა, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„გვაქვს იმის იმედი, რომ ძალიან მალე დამთავრდება ეს უთოფო ბრძოლა. ჩვენ, ყველამ ერთმანეთის სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ. ბედნიერების, წარმატების და ჯანმრთელობის წელი ყოფილიყოს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

საქართველოში კორონავირუსის 227 420 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 211 727. გარდაიცვალა 2 505 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 401, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 480. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 287 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.