დედამიწაზე 2021 წელი უკვე დადგა

დედამიწაზე 2021 წელი უკვე დადგა

დედამიწაზე ახალი 2021 წელი უკვე დადგა.

ახალი წელი წყნარ ოკეანეში მდებარე სამოასა და კირიბატის კუნძულებზე უკვე დადგა.

სამოასა და კირიბატის შემდეგ, თბილისის დროით 14:15 საათზე ახალ წელს უკვე ახალ ზელანდიაში შემავალ კუნძულ ჩატემის მოსახლეობაც იზეიმებს.

ყველაზე გვიან 2021 წელი ბეიკერისა და ჰოულენდის კუნძულებზე დადგება, რაც თბილისის დროით 1-ლი იანვრის 16:00 საათზე მოხდება.