„ოპოზიცია თვითონ იმყოფება დღეს მოდელირებულ რეალობაში, სადაც წაგებული პოლიტიკოსები არჩევნებში გასულ პოლიტიკოსებს უხევენ მანდატებს და კარნახობენ პირობებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ შემდგომი გადაწყვეტილების მიღების დროს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ მათ შორის, ის ლიდერები და ის მაგალითები, რომელიც თქვენ მომიყვანეთ ახლა, რეალურად, პარლამენტში ვერ შევიდნენ არჩევნებით, ისინი დარჩნენ პარლამენტს მიღმა და დღეს მოძღვრავენ თავის კოლეგებს ოპოზიციაში და საზოგადოების ნაწილს",- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.