რადიკალურ ოპოზიციას ბულინგისა და შანტაჟის სხვადასხვა მეთოდი შეიძლება ჰქონდეს. არის რაღაცები, რასაც საზოგადოება ხედავს - კონკრეტული ტელევიზიებით კონკრეტული პოლიტიკური ძალები პირდაპირ აშანტაჟებენ კონრეტულ პარტიებს, რომელიც შედარებით კონსტრუქციულ პოზიციას გამოხატავენ, - ამის ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა რადიო „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, რა სახის პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე „ნაცმოძრაობის“ სახით.
„მათთვის ეს შანტაჟი და ბულინგი არის ყველაფერი ის, რაც კეთდებოდა 9 წლის განმავლობაში კეთდებოდა, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ოპოზიციიდანაც ვერ იშლიან ამას. ჩვენ არ გამოვრიცხავთ ასევე იმის, რომ ამის მიღმა არსებობდეს კონკრეტული პოლიტიკოსების ან პარტიების მიმართ შანტაჟის დამატებითი ინსტრუმენტები. თქვენ გახსოვთ, რომ ისინი საგულდაგულოდ აგროვებდნენ საკუთარი თანაგუნდელების პირადი ცხოვრების ჩანაწერებს. ასევე არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მათთან ერთად შეიძლება კორუფციულ გარიგებებში იყვნენ გარეული, მაგალითად, ბიზნესის რეკეტში შეიძლება ჰქონოდათ რაიმე კავშირები „ლელოს“ წარმომადგენლებთან პირობითად ან კორუფციული კავშირები რომელიმე მეგობარ პარტიასთან. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს მათ ხელში შანტაჟის ეფექტიანი ინსტრუმენტი, დაწყებული პირადი ცხოვრებით, გაგრძელებული კორუფციით და რეკეტით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.