არჩილ თალაკვაძე: მოდელირებულ რეალობაში ვართ, როცა წაგებული პოლიტიკოსები არჩევნებში გასულ პოლიტიკოსებს  მანდატებს ახევინებენ

არჩილ თალაკვაძე: მოდელირებულ რეალობაში ვართ, როცა წაგებული პოლიტიკოსები არჩევნებში გასულ პოლიტიკოსებს  მანდატებს ახევინებენ

სამწუხაროდ, იმ კომიკურ რეალობაში ვართ, როცა დამარცხებული პოლიტიკოსები არჩევნებში მანდატის მქონე და ბარიერგადალახულ პოლიტიკოსებს ასწავლიან ჭკუას და კარნახობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი; იმ რეალობაში ვართ, როცა უმანდატო და მარგინალი პოლიტიკოსები ხევენ იმ პოლიტიკოსების მანდატებს, ვინც არჩევნებში ხალხის მხარდაჭერა მიიღეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის ერთ ნაწილს, კერძოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ძალადობითა და გაყალბებით ყოფნის გამოცდილება აქვს და დღესაც დესტაბილიზაციით სურს ხელისუფლებაში დაბრუნება, მეორე ნაწილი, კერძოდ, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები კი არჩევნების შედეგად ისედაც ვერ მოხვდნენ პარლამენტში.

„დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, სადაც ნაწილმა გადალახა ბარიერი, მიიღო საზოგადოების მხარდაჭერა და ისინი უნდა იყვნენ პარლამენტში წარმოდგენილნი, თუ პატივს ვცემთ დემოკრატიას და კანონის უზენაესობა მათთვის არის ამოსავალი. ამის მიუხედავად ამ ოპოზიციაში არის 2 პოლიტიკური ძალა, ერთი, რომელსაც თუ ისტორიას გადავხედავთ სამართლიან არჩევნებში გამარჯვება პრაქტიკულად არასოდეს ჰქონია - ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ , რომელიც რევოლუციის გზით, ხავერდოვანი რევოლუციით მოვიდა ხელისუფლებაში და შემდეგ 2007 წელს უკვე რეალურად წააგო დემოკრატიული არჩევნები, გააყალბა, დარჩა ხელისუფლებაში და მას შემდეგ 2012 წლამდე სანამ საზოგადოებამ ეს ხალხი არ გააძევა და „ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის ძალისხმევით არ გაიყვანა საზოგადოებამ, მათ მუდმივად ჰქონდათ ხლეისუფლებაში გაყალბებით და ძალადობით დარჩენის გამოცდილება. შესაბამისად, მათ აქვთ დღეს იგივე ინსტიქტები და იგივე გენეტიკური კოდი, როცა თვლიან, რომ ხელისუფლებაში დესტაბილიზაციით და ძალადობით უნდა დაბრუნდნენ და ეს ნათელია ყველა მათი ლიდერის განცხადებიდან, დაწყებული, როცა ისინი „ადუღებდნენ“ სხვადასხვა რეგიონს. ეს ხალხი მიდრეკილია დესტაბილიზაციისკენ. მეორე ჯგუფი არის „ევროპული საქართველო“, რომელსაც წინა პარლამენტში ჰქონდა საკმაოდ დიდი ოპოზიციური წარმომადგენლობა, ამ არჩევნებში მათ განიცადეს სრული ფიასკო, სავარაუდოდ იმ სტრატეგიით, რაც ლიდერებმა აირჩიეს, შესაბამისად, დღეს რომ ხმამაღლა გვესაუბრებიან ტელეეკრანებიდან ის ადამიანები და ხალხს ეუბნებიან - არ შევალთ პარლამენტში, რეალურად რომც მოინდომონ, ეგ ადამიანები მაინც ვერ შევლენ პარლამენტში, რადგან ეს არის ხალხი, რომლებიც სიაში ნუმერაციით ცნობილია, რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ. შესაბამისად, ვართ იმ მოდელირებულ რეალობაში, როცა წაგებული პოლიტიკოსები არჩევნებში გასულ პოლიტიკოსებს ახევინებენ მანდატებს და ადამიანებმა ვინც არჩევნებში ზღვარი ვერ გადალახეს ეუბნებიან საზოგადოებას, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, მათ მანდატები არც მიუღიათ,“- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე განცახდებით, რეალურად ოპოზიციაში ჯანსაღი პოლიტიკური ძალებია, თუმცა, ისინი შანტაჟის ქვეშ არიან. „ამ ორ პოლიტიკურ ძალას ლოგიკურად არ უნდა მისი პარტია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, რადგან ერთს პარტიული ცხოვრების სრულიად საპირისპირო გამოცდილება აქვს და მეორე რეალურად ვერ შედის, ლიდერები ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ეს არის პოლიტიკური შანტაჟის კლასიკური მაგალითი, როცა პარტიები, რომელთაც არ აწყობთ დემოკრატიული პროცესი, სტაბილური მმართველობა და აშანტაჟებენ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს იმით, რომ ისინი ოპოზიციაშიც კი უმცირესობაში არიან, ცოტა მხარდაჭერა აქვთ მიღებული და ამ ორ რადიკალურ პარტიას აქვს მის მიერ კონტროლირებული მედია და ფინანსური რესურსი, რომლის წარმომავლობაც ხშირად კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარა და სავარაუდოდ, მომავალშიც დადგება. სწორედ ამიტომ ჩვენ მოლაპარაკებებში დავინახეთ ეს განსხვავება, რომ რადიკალური პოლიტიკური ცენტრების მიუხედავად, ოპოზიციაში არის ჯანსაღი ნაწილი, რომელიც პატივს სცემს დმეორკატიას, სურს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა და რომელიც, მე ვფიქრობ, მივა იმ ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე, როცა ჩაერთვება საპარლამენტო პროცესში“,- განაცხადა თალაკვაძემ.

 

Ninja ის პოლიტიკოსები, ვინც შანტაჟის ქვეშ არიან, როგორ შეძლებენ პარლამენტში მუშაობას , თუ საკუთარი მეობა არ გააჩნიათ.
4 წლის უკან