პარლამენტის რუსთაველი დეპუტატი ალექსანდრე დალაქიშვილი აცხადებს, რომ გამკაცრებული გარემოსდაცვითი კანონპროექტი მესამე მოსმენით 2021 წლის პირველივე სხდომებზე გავა. ამის შესახებ ალექსანდრე დალაქიშვილმა რუსთაველ ეკოაქტივისტებს განუცხადა.
"მე გეუბნებით და გიდასტურებთ, რომ ამის ნება არსებობს და ეს კანონი გავა, 2021 წლის პირველივე სხდომებზე იქნება ინიცირებული. ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას", - განუცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა ეკოაქტივისტებს, რომლებსაც რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო ლაცაბიძესთან ერთად შეხვდა.
დეპუტატებმა აქტივისტებს განუმარტეს, რომ კანონის ძალაში შესვლა ტექნიკური საკითხების გამო ვერ მოესწრო.