არ იქნება არანაირი სრული ლოკდაუნი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით მთავრობა მიჰყვება დასახულ გეგმას.
„არ იქნება არანაირი შეზღუდვა ავტომობილებით და ფეხით გადაადგილებაზე. ერთადერთი 24 დეკემბრიდან გახსნილი სავაჭრო ობიექტები დაიხურება“,- აღნიშნა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანაში სრული ლოკდაუნის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს. „კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვები გადაადგილებაზე არ იქნება, ეს არის ჭორები“, - აღნიშნა გახარიამ.
რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 24 დეკემბრიდან. სრულად ნახეთ ამ ბმულზე.