გიორგი გახარია: რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტი, მით უფრო დაბალია გავრცელება

გიორგი გახარია: რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტი, მით უფრო დაბალია გავრცელება

სულ რაღაც ერთი თვის წინ ინფიცირების გავრცელება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გვქონდა. წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად გარკვეული შედეგები გვაქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს შეზღუდვები მოქალაქეებმა უნდა შეასრულონ. „დღეს თუ ჩვენ გვაქვს პირბადის ტარება 70%, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების დამსახურებაა და პირველ რიგში მადლობა უნდა გადავუხადოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ამ დროისთვის ჰოსპიტალურ სისტემაში დაახლოებით 2 000 თავისუფალი საწოლია.

„თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არის რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შეასრულოს. მაგალითად, ეს არის მარტივი წესის დაცვა: პირბადე. რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტი, მით უფრო დაბალია გავრცელება და მით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.