საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 012 ადამიანს დაუდასტურდა, 2 638 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 012 ადამიანს დაუდასტურდა, 2 638 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 012 ადამიანს დაუდასტურდა, 2 638 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსის 224 155 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 208 951. გარდაიცვალა 2 443. კარანტინის რეჟიმშია 420 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 677 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 1 393 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.